logo_geo
მთავარეპისკოპოსი შიო: დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება
- +

14 თებერვალი. 2017. 21:09



სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელმა მთავარეპისკოპოსმა შიომ „ნატგაზეთთან" მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებული ბრალდება მისთვის დაუჯერებელია.


„ჯერ არანაირი ინფორმაცია გვაქვს. ისე, რა თქმა უნდა, იმის დაჯერება, რომ მღვდელს შეეძლო ასეთი რამის გაკეთება, არის წარმოუდგენელი. ინფორმაცია არ გვაქვს და დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება", - განაცხადა წმინდა სინოდის წევრმა.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი