logo_geo
MTV: თბილისი, ალბათ ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში
- +

1 ივლისი. 2019. 18:07

 

 

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში“, – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „ემტივის“ (MTV) ვებგვერდი აქვეყნებს.

 

„როდესაც საქმე თბილისს ეხება, უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მისი საიდუმლო უკვე ყველასთვის ცნობილია. საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო მოგზაურებს ალტერნატიული ხელოვნებით, მსოფლიო დონის კლუბებით და დაუვიწყარი სამზარეულოთი უკვე დიდი ხანია ხიბლავს. თბილისი უდავოდ ხდება ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ქალაქი ევროპაში“, – ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორის თქმით, თბილისი ორ ნაწილადაა დაყოფილი – ძველ ქალაქად, სადაც ანტიკვარიატის მაღაზიებში საბჭოთა კავშირის დროინდელ მედლებს ყიდიან და უფრო თანამედროვე ნაწილად, რომელიც ცნობილია აქტიური კაფე-ბარებით, სადაც ადგილობრივები უცნობებთან ერთად მიირთმევენ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს.

 

„თბილისი თითქოს ნაცნობი, მაგრამ თან უცხოა და ძალიან რთულია, არ მოიხიბლო ქართველების ცხოვრების სტუმართმოყვარე წესით“, – ნათქვამია სტატიაში.

 

„თუ ოდესმე ყოფილხართ ბერლინში, მაშინ თბილისს აუცილებლად იცნობთ. ამ ორ ქალაქს ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ თბილისი უფრო ბუნებრივია. შესაძლოა, თბილისი უფრო ბერლინის წარსულს ჰგავს… ისევე როგორც ბერლინში, „რეივი“ ახალგაზრდა ქართველების იდეონტობას ყველაზე უკეთ გამოხატავს, ტექნომუსიკა კი საუნდტრეკია მათთვის, ვინც სოციალურ და კულტურულ თავისუფლებას ეძებს“, – წერს MTV.

 

თბილისში „ტექნო მუსიკის მექად“ ავტორი ღამის კლუბ „ბასიანს“ ასახელებს. „სწორედ „ბასიანის“ გამო დაისვა კითხვა – „შეიძლება, თბილისი გახდეს ახალი ბერლინი?“

 

სტატიის ავტორი ყველა მოგზაურს ურჩევს, რაც შეიძლება მალე ეწვიოს საქართველოს.

 

„თბილისში იპოვით ყველაფერს, რაც ქალაქში დასვენებისას გჭირდებათ. ის მოეწოენება როგორც რომანტიკული მოგზაურობის მოყვარულებს, ისე მეგობრებთან ერთად ველური გართობის მსურველებს. ბუნებრივი და ცოტა უხეში კავკასიური მარგალიტი გულგრილს არავის დატოვებს, თქვენ აუცილებლად მოგინდებათ ბარგის ჩალაგება და თბილისში საცხოვრებლად გადასვლა. ერთადერთი დაბრკოლება ენაა. ამ ენაზე საუბარი რომ შეგვეძლოს…“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი