logo_geo
ნერვიულობის გამო 30 აბიტურიენტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
- +

2 ივლისი. 2019. 18:12

 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე საგამოცდო დღეა. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

 

ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათთან მიმართვა როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ გულშემატკივრებს შეუძლიათ.

 

გორის საგამოცდო ცენტრში სამედიცინო დახმარება ამ დრომდე 30 აბიტურიენტს დაჭირდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გვერდწითელმა უთხრა.

 

გვერდწითელის განმარტებით, მედიკოსებს აპლიკანტები ძირითადად ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული სიმპტომებით მიმართავდნენ.

 

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სამივე სესიაზე აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში მყოფ ექიმს თავის ტკივილითა და მსუბუქი სტრესით მიმართავდნენ. სხვა რაიმე გართულება არ ყოფილა", - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი