logo_geo
ეკა კვალიაშვილი: კმაყოფილი ვარ კომპანია „GERA“-ს პირობებით
- +

2 ივლისი. 2019. 22:26

 

„ჩემი აზრით, ერთი კომპანიაც სავსებით საკმარისია ჩვენი ბაზრისთვის. უნდა იყოს ერთი, რომელიც სათანადოდ დაიცავს ავტორთა უფლებებს, იქნება მოწესრიგებული და გამჭვირვალე. ავტორებს გვექნება შესაძლებლობა, გავიგოთ, რა საიდან და როგორ გვერიცხება“, - განაცხადა მომღერალმა  ეკა კვალიაშვილმა „ქართულ აზრთან“   ინტერვიუში.

 

„ახლახან შემოვიდა ბაზარზე ახალი, ავტორთა უფლებების დაცვის კომპანია „GERA“, რომლის წევრიც გავხდი, გავაფორმე ხელშეკრულება და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პირობებით. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაამართლებს, პრინციპში, ისეთი ადამიანები უდგანან სათავეში, ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს“, - განაცხადა  ეკა კვალიაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი