logo_geo
საქართველოს ყველაზე წარმატებული 5 მუნიციპალიტეტი დასახელდა
- +

3 ივლისი. 2019. 02:51

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით წარმატებული მუნიციპალიტეტები გამოვლინდა. 2019 წლის შეფასების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

 

ბათუმთან ერთად დაჯილდოვდნენ რუსთავის, ლაგოდეხის, ზუდიდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. ამ მუნიციპალიტეტებმა 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინდექსი კონსულტაციებისა ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და ხორციელდება. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი