logo_geo
ქუთაისში ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს
- +

3 ივლისი. 2019. 11:03

 

 

ეროვნული სატყეო სააგენტო ქუთაისში, ე. წ. საღორიის სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის მიზნით, ტერიტორიების შესწავლას აგრძელებს.

 

საველე შესწავლა დაგეგმილია 17 ჰა ფართობზე, თუმცა, შესაძლებელია, საპროექტო ფართობი გაიზარდოს ტყის ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

 

ე. წ. საღორიის ტყის ტერიტორიაზე, სააგენტო ტყის მოვლას და აღდგენას 2016 წლიდან ახორციელებს. ფართობზე მუხნარის კორომის სანიტარიული მდგომარეობა წლების განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო. მუხის ხმობა მავნე მწერით - მუხის დიდი ხარაბუზით იყო გამოწვეული. ფართობზე სანიტარიული ჭრები ეტაპობრივად ხორციელდება.

 

მიმდინარე წელს აპრილი-მაისში სანიტარიული ჭრის წესით ხმელი და დაავადებული ხე-მცენარეების (535 კბ.მ) ჭრა განხორციელდა.

 

მიმდებარე ფართობებზე დამატებით მონიშნულია სანიტარიული ჭრის ტყეკაფები, საერთო მოცულობით 970 კბ.მ, საიდანაც ამ ეტაპზე 665 კბ.მ მოჭრილია.

 

2018 წელს საშემოდგომო სეზონზე ტერიტორიაზე დაირგო ქუთაისის სატყეოს ტერიტორიაზე არსებული ტყის დროებით სანერგეში გამოყვანილი 9500 ცალი მუხის და იფნის ნერგი.

 

 

big_banner
არქივი