logo_geo
ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება „ევრონიუსის“ ობიექტივში მოხვდა
- +

3 ივლისი. 2019. 11:54

 

 

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება „ევრონიუსის“ ობიექტივში მოხვდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა „Focus“-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც გადმოცემულია, თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში საუბარია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე.

 

რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი „ევრონიუსის“ მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა. გარდა რეპორტაჟებისა, „ევრონიუსის“ მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის პოპულარიზაცია ასევე მიმდინარეობდა „Deutsche Welle“-სა და „BBC“-ის ეთერში. 10 ივლისიდან, კი მათ რიცხვს „Travel Channel“ და „National Geographic“ შეემატებიან, სადაც ერთი თვის განმავლობაში აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები იტრიალებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი