logo_geo
„ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვსა და თბილისს შორის სატრანზიტო ფრენებს სთავაზობს
- +

4 ივლისი. 2019. 17:06

 

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ქართულ ბაზარზე 16 ივლისიდან ბრუნდება და სტამბოლი-თბილისის რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

 

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ბიზნესმენებს, მოგზაურებსა და სტუდენტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენას, სტამბოლის გავლით სთავაზობს.

 

„ატლასგლობალმა“ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგან ოფიციალური ნებართვა არ მიუღია.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან დროებით წყდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი