logo_geo
ჭავჭავაძის გამზირზე დღეს წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება
- +

5 ივლისი. 2019. 11:09

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

 

ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.

 

„ჭავჭავაძის გამზირზე „GWP“ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში „GWP“ 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს“, - განაცხადა „GWP“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ნატროშვილმა.

 

კომპანია დღეს,  5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  დღეს, 5 ივლისის დილის 09:00 საათიდან  6 ივლისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

 

ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით- http://www.gwp.ge

 

 

big_banner
არქივი