logo_geo
“წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება” - ამინდის პროგნოზი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
- +

5 ივლისი. 2019. 22:07

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და 6 ივლისს ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

 

big_banner
არქივი