logo_geo
1926 წლის 6 ივლისს ზურაბ ჭუმბურიძე დაიბადა
- +

6 ივლისი. 2019. 23:21

 

1926 წლის 6 ივლისს თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ცნობილი ფილოლოგი ზურაბ ჭუმბურიძე დაიბადა.

 

ზურაბ ჭუმბურიძე გახლავთ ცნობილი ქართველი ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957), გელათის მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი (1995), 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; შიო მღვიმელისა (1996) და ვაჟა-ფშაველას (1997) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2017 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.

 

 

big_banner
არქივი