logo_geo
ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

15 თებერვალი. 2017. 21:02


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-71 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო კმ71-188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.




 

big_banner
არქივი