logo_geo
აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
- +

9 ივლისი. 2019. 11:37

 

 

აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, მასალის რაიონში მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი 24 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი