logo_geo
ბაქო-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა
- +

9 ივლისი. 2019. 12:40

 

 

მატარებელს, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულს და კურდამირის რეგიონებს შორის, გვიან ღამით მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

მატარებელზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ინციდენტის ადგილას სპეციალური დამხმარე მატარებელი მივიდა. აღდგენის შემდეგ, მატარებელმა მოძრაობა ნელი სვლით განაგრძო.

 

 

 

 

big_banner
არქივი