logo_geo
სოხუმელმა ავტომრბოლელმა ბულგარეთში, სარბოლო ავტოებზე წარწერა „SOKHUMI-GEORGIA“ განათავსა
- +

15 თებერვალი. 2017. 21:34



რალში ბულგარეთის ნაციონალურ ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელმა, სოხუმელმა დავით კვარაცხელიამ და მისმა ბულგარელმა კოლეგებმა 20 სარბოლო ავტოზე განათავსეს წარწერა „SOKHUMI-GEORGIA". სწორედ ეს სიტყვები უწერია კვარაცხელიას საკუთარ სარბოლო ავტოზეც.


ამ ქმედებით ავტომრბოლელებმა სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს მიაწოდეს მესიჯი, რომ სოხუმი- საქართველოა და რომ ბულგარეთის სახელით მოპოვებული საერთაშორისო ფედერაციის თასი სოხუმს და სოხუმელებს ეკუთვნის.


დავით კვარაცხელია სოხუმიდან დევნილი, სოხუმელი ემიგრანტი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის ვეტერანი, ამჟამად ბულგარეთის მოქალაქეობის მქონე პროფესიონალი ავტომრბოლელია, რომელიც არის 2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი რალიში. ყველა მიღწევას ის უძღვნიდა და უძღვნის სოხუმს და სოხუმელებს.


ასევე, მისი დაუღალავი მცდელობებით, პირადი კონტაქტების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ფრენბურთის ერთ-ერთი ბულგარული გუნდის მაისურებზე განთავსებულია საქართველოს დროშა და წარწერა „SOKHUMI-GEORGIA".


დავით კვარაცხელიას მიზანია მის კოლეგასთან პლამენ სტაიკოვთან ერთად 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობა, რომ მისი გამარჯვება საკუთარ სამშობლოს- საქართველოს, სოხუმსა და სოხუმელებს მიუძღვნას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი