logo_geo
NAEC: აბიტურიენტების ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას სხვები ცდილობდნენ
- +

9 ივლისი. 2019. 12:54

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას.

 

ორივე აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. ფაქტებთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მონიტორინგი მკაცრდება და უწყება აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.

 

 

big_banner
არქივი