logo_geo
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით 16 ივლისიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
- +

10 ივლისი. 2019. 11:46

 

საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას უზბეკეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია „უზბეკისტან ეარვეისი“ (Uzbekistan Airways) იწყებს.

 

ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019 წლის 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. რეგულარული რეისები Airbus A320, Boeing B757, B767 და B787 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 8 ივლისს მიენიჭა.

 

„Uzbekistan Airways“ 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისათვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და იაპონიაში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი