logo_geo
ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი
- +

10 ივლისი. 2019. 12:35

 

ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია შესაძლოა, სახლიდან გაუსვლელად იყოს შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა, სააგენტო დისტანციური სერვისების დანერგვის მიზნით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს.

 

„ჩვენ ვფიქრობთ სერვისების ტრანსფორმაციას, მაქსიმალურად დისტანციურს ვხდით ყველა სერვისს. ამ მიმართულებით ჩვენთან მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მაგალითად, ვმუშაობთ ავტომობილის განბაჟებასა და რეგისტრაციაზე, რომელსაც მოქალაქე სახლიდან შეძლებს“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი