logo_geo
მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს
- +

11 ივლისი. 2019. 12:46

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი „Conde Nast Traveler“ მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში „Conde Nast Traveler“-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო.

 

სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს. ასევე წარმოდგენილია საინტერესო ფოტოკოლაჟი, რითაც უფრო თვალსაჩინო ხდება საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები.

 

 

big_banner
არქივი