logo_geo
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და გერბი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა
- +

11 ივლისი. 2019. 18:44

 

 

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. შესაბამისი ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მიმართა.

 

ჰერალდიკის საბჭოს ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.

 

 

big_banner
არქივი