logo_geo
argadadge.ge - გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ვებგვერდი შეიქმნა
- +

11 ივლისი. 2019. 21:43

 

 

argadadge.ge - ასე ჰქვია ვებგვერდს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან ითხოვენ არ გადადგეს.

 

"მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას", - მითითებულია გვერდზე.

 

საიტზე მითითებულია ხელმომწერების ამ დროისთვის არსებული რაოდენობა - 6002. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით.

 

 

big_banner
არქივი