logo_geo
მასწავლებელთა გამოცდაზე ორმა პედაგოგმა „შპარგალკა“ შეიტანა, ერთი კი არაფხიზელი მივიდა
- +

12 ივლისი. 2019. 02:45

 

 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე დაგვიანებებისა და გამოცდიდან მოხსნის შესახებ სტატისტიკა „EDU.ARIS.GE“-მ გამოითხოვა.

 

ამ მონაცემებით, კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა.

 

იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოხსნეს, აქედან ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა, მესამე შემთხვევაში კი არაფხიზელი მდგომარეობა იყო.

 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი