logo_geo
„დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს“
- +

16 თებერვალი. 2017. 15:02


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა პატრიარქთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: 

 

„მინდა, პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, ერთიანობა. ამიტომ რაც მოხდა, ჩვენ იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ, რომ ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა, ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს.მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილმა კლინიკა, რომელშიც ილია მეორე იმყოფება, უკვე დატოვა.


 

big_banner
არქივი