logo_geo
პარლამენტთან შიმშილობის აქცია შეწყდა
- +

13 ივლისი. 2019. 20:52

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მოშიმშილეებმა ექიმების რჩევით პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს.

 

მოშიმშილე ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობის აქციას. ცოტა ხნის წინ, ის შეუძლოდ გახდა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მივა გამოსაკვლევად. ბასილაია 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

 

​ასევე შეწყვიტა შიმშილობა ვახტანგ სიხარულიძემ, რომელიც რუსთაველზე 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

 

პარლამენტის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი