logo_geo
„ბანკი ქართუ“ მომხმარებლებს აფრთხილებს
- +

14 ივლისი. 2019. 03:01

 

 

სს „ბანკი ქართუ“ განცხადებას აკეთებს.

 

სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები,(https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-),რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.

 

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს.

 

„ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

 

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული.

 

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით „ბანკი ქართუს“ სატელეფონო მომსახურების ცენტრს: +995 032 200-80-80, მობილურიდან *8080

 

ან ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.cartubank.ge/

 

 

big_banner
არქივი