logo_geo
თურქეთი საქართველოს თანადგომისთვის მადლობას უხდის - 3 წელი გადატრიალების მცდელობიდან
- +

15 ივლისი. 2019. 11:22

 

 

საქართველოში თურქეთის საელჩო 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა“.

 

„2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმილი მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მარცხით დასრულდა, ვინაიდან თურქმა ხალხმა მტკიცედ დააფიქსირა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება.

 

შეიარაღებულ ძალებში მოკალათებული FETÖ -ს წევრებისა და ორგანიზაციის სამოქალაქო ელემენტების ჩართულობით 15 ივლისს, მათ მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობამ შეიწირა ჩვენი 251 მოქალაქის სიცოცხლე, ხოლო 2000-ზე მეტი დაშავდა.

 

იმ ღამეს დაიბომბა: პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის, ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების ორგანიზაციების შენობები. ტანკებით გადაუარეს მშვიდობიან მოქალაქეებს, დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს მათ ვერტმფრენებიდან.

 

ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის მომავლისა და დემოკრატიისათვის თავდადებულ, დაღუპულთა წმინდა სულებს, ხოლო მებრძოლებისადმი გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას", - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

 

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივლისის ღამის 10 საათზე დაიწყო, როდესაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს ბოსფორის ხიდი.

 

გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებლობა სატელევიზიო გამოსვლაში თურქეთის მშვიდობის საბჭომ აიღო.

 

2016 წლის 15 ივლისის ღამით, სულ მცირე 290 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა.

 

ანკარაში დაიბომბა თურქეთის პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე. სროლის ხმა ისმოდა ასევე სტამბოლის და ანკარის აეროპორტების ახლოს.

 

გადატრიალების მცდელობას მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. დაკავებულია სულ მცირე 6 ათასი ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 2 839 ჯარისკაცი და 2 745 მოსამართლე.

 

 

big_banner
არქივი