logo_geo
ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
- +

15 ივლისი. 2019. 14:39

 

 

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ (Buta Airways) ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

 

ფრენები „Embraer E190“, „Airbus A319“ და „Airbus A320“ ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ბუთა ეარვეისს“  გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

 

მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა ასევე ყაზახეთიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 4 ივლისის ნებართვის შესაბამისად, ყაზახური ავიაკომპანია „B. & K. Aero“ ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს 6 ივლისიდან ასრულებს. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (6, 13, 20, 27 ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) „Boeing B737-300“ ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

 

 

 

big_banner
არქივი