logo_geo
ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე 12 წლის ბიჭი ბილეთის გარეშე ავიდა
- +

15 ივლისი. 2019. 14:40

 

 

12 წლის ბიჭი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ბილეთის გარეშე ავიდა.

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი ბორტზე მშობლების და ბილეთის გარეშე მოხვდა. ის გამცილებელმა შენიშნა და ბილეთი მოსთხოვა, რათა ადგილი მიეთითებინა.

 

საბოლოოდ ბავშვი თვითმფრინავიდან პოლიციამ ჩაიყვანა და უსაფრთხოების მიზნით დაუყონებლივ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, რის გამოც რეისი თითქმის ოთხი საათით გადაიდო.

 

ჯერ უცნობია, როგორ მოხვდა 12 წლის ბიჭი ბორტზე პასპორტის გარეშე.

 

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი