logo_geo
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 51 წლის მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა
- +

15 ივლისი. 2019. 23:12

 

 

“პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

მეხანძრე  თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი