logo_geo
აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ
- +

17 ივლისი. 2019. 20:31

 

 

აფხაზეთის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ცენტრ „ბი ეს მედიკალის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში 18 ივლისს აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება.

 

დევნილთა სტატუსის მქონე პირებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გამოკვლევებს, ასევე საჭირო სამედიცინო-სამკურნალო პროცედურებს უსასყიდლოდ ჩაუტარებენ. სპეციალისტებს შორის იქნება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ბესიკ შამუგია.

 

ამასთან, კლინიკაში შესაძლებელია ყველა სახის ანალიზისა და კვლევის ჩატარება.

 

ღონისძიებას მონიტორინგს პირადად აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.

 

გამოკვლევები საკონსულტაციო ცენტრ „ბი ეს მედიკალში“, ანა პოლიტკოვსკაის 38 ნომერში, 18 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება.

 

ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი გამოკვლევების ჩატარება დევნილთათვის მომავალშიც იგეგმება.

 

 

big_banner
არქივი