logo_geo
გიორგი შარვაშიძე: EQAR-ის წევრობა საქართველოს განათლების სიტემის უდიდესი აღიარებაა
- +

18 ივლისი. 2019. 12:47

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირება პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება მიიღონ.

 

„EQAR-ის წევრობა ნიშნავს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს  არ ექნებათ  ევროპაში  დიპლომის ცნობისა და აღიარების პრობლემა და ეს საქართველოს განათლების სიტემის უდიდესი აღიარებაა. ეს არის ის ლოგიკური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდა ჩვენი დაახლოება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი