logo_geo
ნიკა გვარამია კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას არ ასახელებს
- +

18 ივლისი. 2019. 14:50

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ ასაჯაროებს კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას.

 

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა რაოდენობის თანხაზეა კონტრაქტში საუბარი, პასუხობს, რომ ძალიან ბევრზე.

 

„ბევრზე ძალიან, მაგრამ ვერ გეტყვით. რა ვადაც მაქვს ამ კონტრაქტით, იმ ვადაში ვაპირებ დასრულებას, ამ ვადამდე კომპანიამ დირექტორად დამიქირავა და გარანტიები მომცა, მე ამაზე უარის თქმას არ ვაპირებ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

big_banner
არქივი