logo_geo
თბილისის მერმა გრიგოლ ჩიგოგიძეს მადლობის სიგელი გადასცა
- +

18 ივლისი. 2019. 15:20

 

16 ივლისს „პიონერფილმის“ ხელმძღვანელს გრიგოლ ჩიგოგიძეს კახა კალაძემ მადლობის სიგელი გადასცა.

 

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადმომცეს მადლობის ფურცელი თბილისის ერთგულებისათვის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. ეს სიგელი პირადად კახა კალაძემ გადმომცა. მთელი ეშხი კი იმაშია, რომ ხანშიშესულ ხალხს ყურადღებას აქცევენ და აღარ გვეძახიან ჩარეცხილებს, გაფუჭებულებს... მეც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვმუშაობ და ახალ მწვერვალებს ვიპყრობ.

 

 სიგელის გადმოცემის ცერემონია 16 ივლისს გაიმართა. თბილისის მერიაში ვიმყოფებოდით დაახლოებით 60 ადამიანი ყველა მიმართულებიდან - ჯანდაცვა, სისუფთავე, ელექტრობა, და ა.შ. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ქალაქის მერი პირადად მოგვესალმა და აღნიშნა ის პატარა წვლილი, რაც ქალაქის მოვლა-პატრონობასა და თაობების აღზრდაში გვაქვს შეტანილი“, - აღნიშნა გრიგოლ ჩიგოგიძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი