logo_geo
”მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ” – ნიკა გვარამია პაატა სალიას შეხვდა
- +

19 ივლისი. 2019. 01:45

 

რუსთავი2″-ში პაატა სალიას და ნიგა გვარამიას რამდენიმე წუთიანი შეხვედრა გაიმართა.

 

სალიას შენობის შესასვლელ კართან ნანუკა ჟორჟოლიანი შეხვდა, რომელმაც მას ნიკა გვარამიას კაბინეტის გზა მიასწავლა. მან სალიას უთხრა, რომ ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასთან შეხვედრას აპირებდა.

 

არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად, ჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით,” – უთხრა ნიკა გვარამიამ სალიას.

 

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სურს მენეჯმენტთან გასაუბრება, ასევე იმის თქმა, რომ ჟურნალისტების მუშაობაში ჩარევას არ გეგმავს, რაზეც გვარამიამ მიმართა შეკითხვით:

 

მე რატომ მაბარებთ ანგარიშს?”

 

აღნიშნულზე სალიამ განმარტა, რომ „ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა ერთ დირექტორს ცვლის მეორეს“, რასაც გვარამიას შემდეგი რეპლიკა მოჰყვა:

 

ეს ცივილიზებულად მოხდა“? რატომ მოხვედით?“

 

მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. ვისაუბროთ და განვსაზღვროთ ხვალიდან რას ვაკეთებთ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათ საქმიანობაში არ ვერევი“, – მიმართა სალიამ გვარამიას, რაზეც გვარამიას პასუხი იყო: „არ მაინტერესებს, რაში ერევით“.

 

ნიკა გვარამიას თქმით, ის ახალ დირექტორთან თანამშრომლობას არ აპირებს.

 

შენ ხარ თანამშრომელი აფხაზეთიდან ჩვენი გამომგდების და ჩვენი ნათესავების და მეგობრების ამომწყვეტის”- მიმართა ნიკა გვარამიამ პაატა სალიას.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი