საინფორმაციაო სააგენტო „აიპრესი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც "პარტიზანი მებაღეების" წევრს ნატა ფერაძეს შეეხება. „აიპრესის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
„საინფორმაციო სააგენტო "აიპრესის" რედაქციის, ადმინისტრაციისა და ჟურნალისტებისსახელით, გვსურს განვაცხადოთ, რომ "პარტიზანი მებაღეების" წევრი, ნატა ფერაძე, რომელსაც საზოგადოება გარემოსდამცველის სახელით იცნობს, ცივილური ქცევისყველანაირ ნორმას უხეშად არღვევს სამოქალაქო აქტივიზმის სახელით.
ჩვენი აზრით, მსგავსი ქცევა და დამოკიდებულება არის:
1. აბსოლუტური უპატივცემულობა ჟურნალისტების მიმართ;
2. აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება საინფორმაციო საშუალებების, მისიწარმომადგენლების საქმიანობის მიმართ;
3. უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურისაკითხისადმი, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება დაგავრცელება.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდონნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მისიაქციების შესახებ მედიამასალების მომზადებას და მისთვის კითხვების დასმას. ჩვენ, ჩვენისმხრივ, უარს ვამბობთ ნატა ფერაძის, როგორც რესპოდენტის ჩაწერაზე გარემოსდაცვითსაკითხებთან დაკავშირებით და მკაცრი სარედაქციო ფილტრის ქვეშ გავატარებთ "პარტიზანი მებაღეების" ნებისმიერი აქტივობის გაშუქებას, რათა არ მივცეთ მათსაზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება.
საქმის გარემოება მდგომარეობს შემდეგში: 2017 წლის 10 თებერვალს "აიპრესის" ჟურნალისტმა მარიამ ვაჩნაძემ მოამზადა მასალა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზედაგეგმილი მშენებლობის შესახებ, რომელსაც ნატა ფერაძე აპროტესტებდა. ჩაწერაინტერვიუ მასთან, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა სტანდარტების სრული დაცვით, უცვლელად.
გთავაზობთ სტატიის ამ ბმულს, რომელიც შეგიძლიათ შეადაროთ ნატა ფერაძის იმაუდიოჩანაწერს, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:
ფერაძე: ინვესტორი ვაკეში 20 სართულიან კორპუსებს აშენებს, რომელიც პირდაპირმზიურში იჭრება
ამის შემდეგ, მეორე დღეს ამავე ჟურნალისტმა ჩაწერა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზემცხოვრები მოსახლეობა და ინვესტორი და სტატიაში კიდევ ერთხელ მიუთითა ნატაფერაძის ინტერვიუს ბმული, რათა მკითხველს თავიდან ბოლომდე ჰქონოდა წარმოდგენამის პოზიციაზე..წარმოგიდგენთ ამ სტატიის ბმულსაც:
ჩვენზე მაგარი დამცველი მზიურს არ ჰყავს! - მოსახლეობა "პარტიზანი მებაღეების" წინააღმდეგ (ვიდეო)
ამის შემდეგ, ნატა ფერაძემ თავისი სოციალური ქსელი, Facebook" -ის კედელზე გააზიარაჩვენი მეორე სტატიის ბმული და ჟურნალისტი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. გარდა ამისა, მან მოატყუა საზოგადოება, თითქოს ჟურნალისტმა არასრულად და ინტერპრეტირებულად გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ.
სანამ ამის დამადასტურებელ აუდიო ჩანაწერებს გამოვაქვეყნებდით, გადავწყვიტეთ, ნატაფერაძესთან გადაგვემოწმებინა თუ ვის გულისხმობდა იგი საკუთარ პოსტში"Facebook" -ისგვერდზე. მან ჟურნალისტ ირმა მესხიასთან არა თუ დაადასტურა ის, რომ თავისკომენტარებში "აიპრესის" ჟურნალისტს გულისხმობდა, კიდევ ერთხელ მოიხსენია უხამსისიტყვებით ჟურნალისტი, რომელმაც მასალა მოამზადა და ჟურნალისტს, რომელმაცდაურეკა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
(შეგიძლიათ მოისმინოთ აუდიოჩანაწერში 06:20 წუთიდან)
ნატა ფერაძის აღშფოთება, ჩვენი ვარაუდით, გამოიწვია მეორე სტატიის მისთვისარასასურველმა შინაარსმა. რაც არანაირად არ ამართლებს, პირიქით ამძიმებს მისსაქციელს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, მედიისწარმომადგენლებს, სოციალურ მედიაში აქტიურ მოქალაქეებს, რომ ყურადღებით დასიფრთხილით მოეკიდონ ნატა ფერაძესთან პროფესიულ ურთიერთობას", - ნათქვამია „აიპრესის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.