logo_geo
ივანე მაჭავარიანი და თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობას შეხვდნენ
- +

20 ივლისი. 2019. 11:54

 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაღალმთიან რეგიონში, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

მათ ადგილზე დაათვალიერეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც ამჟამად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორის იყო სოფლების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, საავტომობილო და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირების პროცესი და სხვა.

 

ადგილობრივებთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, წყალმომარაგების, სოციალური თუ განათლების პროგრამების შესახებ გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ჩართულობის შედეგად მიიღებს.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს 2020 წლის ბიუჯეტირების პროცესი და მნიშვნელოვანია, მას ზუსტად ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა საკითხებია პრიორიტეტული რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად, მოხდეს ამ საკითხების გათვალისწინება და ასახვა 2020 წლის ბიუჯეტში.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი