logo_geo
პოლონეთში დაშავებული 27 წლის ქართველი ახალგაზრდის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
- +

21 ივლისი. 2019. 16:27

 

 

პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან მუშა, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა, რომელიც ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ბიძაშვილმა ლელა ბუხულეიშვილმა აცნობა.

 

ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისს უწყებებს ყურადღების გამოჩენას და დახმარებას სთხოვს.

 

როგორც ლელა ბუხულეიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რის შესახებაც ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი