logo_geo
ჩინეთის ახალმა ელჩმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
- +

22 ივლისი. 2019. 16:37

 

საქართველოში ჩინეთის ახალმა ელჩმა ლი იანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

დღესვე პრეზიდენტმა საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი, საბინე მახლი მიიღო.

 

„გაერო-ს სააგენტოებმა წარსულში ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს. ველოდები მათთან სამომავლო თანამშრომლობას“, - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შედგა.

 

ზურაბიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ძალიან ბევრს მუშაობს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი