logo_geo
ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 6 მედალი აიღეს
- +

23 ივლისი. 2019. 01:59

 

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე რუმინეთში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა 7-14 ივლისს გაიმართა ქ. კლუჟ ნაპოკაში.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და  ლუკა მუშკუდიანი. საბა ლეფსვერიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა  ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და  252  შესაძლებელიდან  212 ქულა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.

 

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, ლიდერი, გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გივი ნადიბაიძე, ასისტენტი – ამავე ოლიმპიადის, IMO-ს ოქროს მედლის მფლობელი 2017 წელს (ინდივიდუალური შედეგი – მე-5 ადგილი 630 მოსწავლეს შორის) ალექსანდრე საათაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი