logo_geo
იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა
- +

23 ივლისი. 2019. 12:38

 

 

დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებში, მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი სერვისის - „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ მიღებას შეძლებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. 

 

„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის  დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

 

სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში -  20 ლარს; 3 სამუშაო დღეში - 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში - 45 ლარს.

უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის  შესახებ“  მიღებას შეძლებს.

 

 

big_banner
არქივი