logo_geo
ერთ თვეში 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა
- +

24 ივლისი. 2019. 12:03

 

„მიმდინარე წლის 24 ივნისიდან, აქციის ფარგლებში, 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, როგორც წელს სკოლადამთავრებულებს, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

 

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ.

 

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

 

 

 

big_banner
არქივი