logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს და ხვალ
- +

24 ივლისი. 2019. 12:18

 

24-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 25 ივლისს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსი იქნება.

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი