logo_geo
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თიბისისთან“ თანამშრომლობას წყვეტს
- +

24 ივლისი. 2019. 19:51

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნათ.

 

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს აგვისტოდან „საქართველოს ბანკში“ აიღებენ.

 

ამასთან, მათივე ცნობით, ბანკის მომსახურების შეცვლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, ახალი ბანკის შეთავაზებებსა და პირობებს გაეცნონ.

 

 

 

big_banner
არქივი