logo_geo
ამინდის პროგნოზი
- +

25 ივლისი. 2019. 11:21

 

25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსი იქნება.

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

big_banner
არქივი