logo_geo
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- +

30 ივლისი. 2019. 10:37

 

დღეს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

30 ივლისს დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +37+39 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +36 + 37 გრადუსამდე დათბება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +28 +30 გრადუსია მოსალოდნელი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35 +37 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +29 +31 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +26 +28 გრადუსი დაფიქსირდება.

 

31 ივლისიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 4 აგვისტოს ჩათვლით დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და მთელს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +33 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი