logo_geo
სოკოთი მოწამლული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- +

30 ივლისი. 2019. 11:48

 

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორი პაციენტი რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. კვლავ მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობაც. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივეს სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი