logo_geo
ზუგდიდში ჭაში ჩარჩენილი კაცის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს
- +

30 ივლისი. 2019. 16:08

 

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭის წმენდის დროს მიწა ჩამოიშალა და კაცი მოიყოლა.

 

მისი შვილის ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე ხანში მას მამის ხმა ესმოდა, თუმცა ახლა მისი ხმა აღარ ისმის.

 

მამა-შვილი ჭის წმენდაზე მუშაობდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

 

 

 

big_banner
არქივი