logo_geo
10 აგვისტოდან თბილისში გარევაჭრობა გამგეობების მიერ გამოყოფილ დახლებზე იქნება შესაძლებელი
- +

31 ივლისი. 2019. 12:28

 

 

თბილისის მერის,კახა კალაძის განცხადებით, 10 აგვისტოდან მოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვა ყველა გამგეობის მიერ გამოყოფილ დახლებზე შეეძლებათ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

თბილისის მერის თქმით, ქუჩაში ვაჭრობა სერიოზული პრობლემაა და ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, ქუჩაში გამოდიან, რათა თავიანთი პროდუქტი გაყიდონ.

 

„მე შევდივარ ამ ადამიანების მდგომარეობაში, ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ისე არ გამოვიდოდა და ქუჩაში არ დაიწყებდა პროდუქტების გაყიდვას, თუმცა, ეს ასევე სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მე გამგებლებს დავავალე, რომ ყველას განესაზღვრა თავიანთ რაიონებში ადგილები, სადაც ზუსტად ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, რომ თავიანთი პროდუქტები გაეყიდათ და უპრობლემოდ, ყველანაირი გადასახადის გარეშე, გამოყოფილია ადგილები. ჩვენ დავამზადეთ უკვე დახლები და 10 აგვისტოდან უკვე არის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცეთ შესაძლებლობა ამ გამოყოფილ ადგილებზე მოახდინონ თავიანთი პროდუქტების გაყიდვა“,- განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

big_banner
არქივი