logo_geo
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
- +

31 ივლისი. 2019. 14:36

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრის ვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

 

„რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა ეს შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე. აბიტურიენტებს შეუძლიათ პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული, შევიდნენ და გაიგონ თავიანთი ქულები. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია. აქვე მინდა გავაფრთხილო აბიტურიენტები, რომ სავარაუდოდ ათიათასობით აბიტურიენტი შეეცდება ქულების გაგებას, რის გამოც შესაძლოა, შენელდეს პროცესი და მომენტალურად ვერ მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამიტომ გაითვალისწინონ, რომ თითოეულ მესიჯზე 50 თეთრი ჩამოეჭრებათ და წუთში რამდენიმეს ნუ გაგზავნიან,“ – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი