logo_geo
ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87 პროცენტმა გადალახა
- +

31 ივლისი. 2019. 15:17

 

 

„ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87 პროცენტმა გადალახა“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 პროცენტი გამოეთიშა.

 

„დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

 

big_banner
არქივი